09:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 23:43:28, 1491 ნახვა

სხვადასხვა
აშშ-ს 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაკრძალეს

ოთხშაბათს ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა, სანამ მისი ცხედარი გადაეგზავნა მის ბოლო განსასვენებელში, ჯორჯიის მშობლიურ ქალაქში, რომელმაც დეპრესიის ეპოქის ფერმერი ბიჭი მსოფლიო ასპარეზზე გამოიყვანა.

ჯიმი კარტერი, რომელიც ერთი ვადით მსახურობდა თეთრ სახლში 1977 წლიდან 1981 წლამდე, 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქში მდიდრული სახელმწიფო პანაშვიდით გაიმართა.

ვაშინგტონში დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდნენ კარტერის მემკვიდრეები - ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, რომლებმაც სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა.

თავის გამოსვლაში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ისინ ვინც აპირებს იარაღად აქციოს „სიძულვილი“ და „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“. საიტერესოა რომ ამ სიტყვებს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც უსმენდა.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ სიძულვილს არ მივცეთ თავშესაფარი და დავუპირისპირდეთ... ყველაზე დიდ ცოდვას: ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, - თქვა ბაიდენმა, რომელიც ტოვებს თეთრ სახლს 20 იანვარს.

საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, უკანასკნელი პატივი მიეგო ყოფილ პრეზიდენტს კაპიტოლიუმის როტონდაში, სადაც კარტერის კუბო სამშაბათიდან იმყოფებოდა. 1852 წლიდან მხოლოდ 50-მდე ამერიკელმა მიიღო ეს პატივი.

ჯიმი კარტერი ჯორჯიაში საკუთარ სახლთან ახლოს დაკრძალეს. ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics