|
2016-03-03 17:47:45, 1932 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადასცა
დედის დღესთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული 16 ჯარისკაცის 16 დედას და 6 მეუღლეს 1000 – 1000 ლარი გადასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანხა სულ 22-მა ქალბატონმა მიიღო. დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დედის დღე 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უმცროსი სერჟანტის - ფრიდონ თურმანიძის დედას ნარგიზ თურმანიძეს და მზია ჯაბნიძეს მიულოცეს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს, 28 წლის ასაკში, გორთან, სოფელ ყელქცეულში რუსული აგრესიის შედეგად გმირულად დაიღუპა. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. დღეს მისი გმირობის ამბავი დედამ, მეუღლემ და შვილებმა 8 წლის ნაკომ და 11 წლის ნინიმ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს აგვისტოში ომის წლისთავთან დაკავშირებით დამატებით 3 000 – 3 000 ლარს გადასცემს. პროგრამის ბიუჯეტი 80 000 ლარს შეადგენს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)