|
2025-01-03 21:08:25, 2403 ნახვა
სპორტი
ბუდუ ზივზივაძე - მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის კლუბში მისი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: „ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელები ყველაზე მეტად გამოხატავდნენ ინტერესს ჩემ მიმართ. მეც ძალიან მინდოდა შესაძლებლობის გამოყენება, რაც შეიძლება სწრაფად მეთამაშა ბუნდესლიგაში. მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო კლუბის მიზნის მიღწევაში და დავეხმარო გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ჩემპიონატი.“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა გუნდმა გერმანიის ბუნდესლიგის პირველ წრეში 15 თამაშიდან მხოლოდ 10 ქულა მოაგროვა და მე-17 ადგილზეა. მეორე წრეში „ჰაიდენჰაიმი“ პირველ შეხვედრას 11 იანვარს „უნიონ ბერლინთან“ გამართავს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მეექვსე ქართველი ფეხბურთელია: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)