01:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 09:59:18, 518 ნახვა

სამართალი
24 წლის ქალი რომლის დაწვაც შვილების თვალწინ ქმარმა სცადა, გარდაიცვალა

24 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა, 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 17 n ნოემბერსსოფელ ახალსოფელში, ქმარმა ქალის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 24 წლის ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ის ჭი­ა­თუ­რა­ში მა­მის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა თით­ქმის ერთი თვე კლი­ნი­კა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­კო­სე­ბი უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ.

ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics