09:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 10:08:08, 375 ნახვა

საზოგადოება
WeChat-ში, ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ პოპულარულ ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე ანგარიში გახსნა, რათა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი ჩინელ მომხმარებლებს გააცნოს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, WeChat, რომელიც 1.3 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალფუნქციური პლატფორმაა და კომუნიკაციის, სერვისებისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ახალი ანგარიშის საშუალებით, სააგენტოს შეუძლია მარტივად და ეფექტიანად გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ, გააუმჯობესოს ტურისტებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია და გააღრმაოს ცნობადობა ჩინურ ბაზარზე.

„აღსანიშნავია, რომ WeChat  Facebook-ის მსგავსი სოციალური პლატფორმაა, რომელიც ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული და ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძირითად საკომუნიკაციო ქსელს წარმოადგენს.

WeChat-ის ანგარიშის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური მიმართულების პოპულარიზაციას, ჩინელი ტურისტების დაინტერესებას და, შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics