18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 19:52:35, 658 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში სვანების, რაჭველების, აჭარლების, იმერლების, მეგრელების და ქართლელების მსვლელობები იმართება [ვიდეო]

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“- თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციების 24-ე დღეს, სვანების საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

ისინი ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიემართებიან. 

მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

სწრაფი სვლით ევროპისკენ" - თბილისში სხვა კუთხეების წარმომადგენლების მსგავსად საპროტესტო მარშს რაჭველებიც მართავენ.

ისინი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და აქცია-მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. 

რაჭველები უერთდებიან ორ მთავარ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

კიდევ ერთი კუთხური მარში დაიძრა პარლამენტის შენობისკენ. მეგრელები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით, რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. 

ისინი უერთდებიან 23 დღიანი პროტესტის მთავარ მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, რომლებიც სწორედ ამ პერიოდში დააკავეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. 

თბილისში აგრეთვე ქუთაისელების აქცია-მსვლელობა იმართება. მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმართება.

გარდა ამისა, თბილისშიაჭარლების იმერლების და ქართლელებს მსვლელობებიც იმართება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics