18:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-20 21:06:59, 438 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - ევროკომისიის წინადადება დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობრივ რეპრესიებზე პასუხია

ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში X-ზე წერს.

როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი.

"ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. ევროკავშირის კარი ღია რჩება",- წერს მარტა კოსი.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics