22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-16 22:44:36, 498 ნახვა

პოლიტიკა
რობერტა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის სხდომაზე მიიწვია

ჩვენ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მოვიწვიეთ,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც უკვე ორი კვირაა თბილისში და ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში მშვიდობიანად იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს წყლის ჭავლის ქვეშ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვართ. ეს პარლამენტი გმობს რეპრესიებს ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ასეთი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის გზასთან. ჩვენ მოვუწოდებთ გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის სანქციების დაწესებისკენ იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დარღვევებზე და ვთხოვთ ყველა 27 წევრ ქვეყანას, გაერთიანდნენ და მიაღწიონ შეთანხმებას ამ ზომებზე. ჩვენ მოვიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ჩვენ მასთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს საუკეთესოდ, რა ფორმატი იქნება საჭირო“,- განაცხადა მეცოლამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics