01:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-14 15:00:02, 997 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია [ვიდეო]

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ პარლამენტში განაცხადა, ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

„საარჩევნო კოლეგია შედგებოდა 300 წევრისგან. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 225-მა წევრმა, საიდანაც ბათილია ერთი ბიულეტენი, 224 ბიულეტენი მიეკუთვნა პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს. შესაბამისად, წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

ცნობისთვის, მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics