16:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 12:16:47, 359 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაცია იწყება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ლეონიძის ქ. N11ა-ში არსებული სკვერის, ე.წ. სტელას ბაღის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია „თეატრალურ საზოგადოებას“ ეკუთვნის, მიღწეული შეთანხმების შედეგად კი, იგი მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის მიუხედავად, სკვერი სავალალო მდგომარეობაში რჩებოდა. მივაღწიეთ შეთანხმებას და აღნიშნული ტერიტორია გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, სკვერს კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ტერიტორიის დაბრუნება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და როგორც გითხარით, პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სკვერი სრულად განახლდება და მოწესრიგდება, მომავალ წელს დასრულდება.

ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics