17:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 17:21:23, 738 ნახვა

საზოგადოება
21 წლის ალექსანდრე თირქიას ოჯახის წევრი - გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში

გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში,- ამის შესახებ 21 წლის ახალგაზრდის, ალექსანდრე თირქიას ოჯახის წევრი ეკა თირქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ეკა თირქიას განცხადებით, ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს... ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით... თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს თირქია.

შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics