|
2016-03-01 14:01:26, 1184 ნახვა
სხვადასხვა
ანა დოლიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია წაიკითხა
„ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ საჯარო ლექცია - „გასაუბრების სტრატეგია მომავალი ლიდერებისათვის". საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ანა დოლიძე საჯარო სექტორში ლიდერის პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებზე ესაუბრა. ანა დოლიძემ ახალგაზრდებს პირადი პრაქტიკის მაგალითებიც მოუყვანა და აღნიშნა, რომ გასაუბრებისას ლიდერისთვის საჭირო თვისებების წარმოჩენასთან ერთად აუცილებელია სწორი თვალის კონტაქტი და პოზიციისთვის შესაბამისი მზადყოფნა. მისი თქმით, ლიდერობა დამოკიდებული უნდა იყოს არა ხისტ, არამედ რბილ ძალასა და დარწმუნების უნარზე. საჯარო ლექციის მნიშვნელობა ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეაჯამა. „განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ახალია და არ არის ძალიან ძლიერი - ანუ ახლა ყალიბდება და ვითარდება, ლიდერის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა საზოგადოებასთან საუბარი იმაზე, თუ რა არის ლიდერობა, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს ლიდერს და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ ბევრ ახალგაზრდას გამოუვლინდეს მომავალი ლიდერობის პოტენციალი. რაც მეტი ლიდერი იქნება საქართველოში, მით უფრო მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ ამ ქვეყნის ბედთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)