21:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 14:56:55, 415 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის თეატრის უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი - სტუდენტების უმრავლესობა ქუჩაში დგას, დაუშვებელია მათზე ხელის აღმართვა!

ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა ქუჩაში დგას, დაუშვებელია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა! - ამის შესახებ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას ეწინააღმდეგება.

„საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში. ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.

ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics