23:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 17:57:00, 319 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აქციებზე რუსეთის მოქალაქეების დაკავებაზე - გასარკვევია, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასარკვევია, ვინ არიან, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც  სამართალდამცველებმა აქციებზე დააკავეს. 

ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ერთი-ორი კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ალბათ, გამვლელი ტურისტები არიან. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მგონი, რვა ადამიანია. როდესაც შენ ძალადობ პოლიციაზე, ეს წარმოუდგენელია. დასადგენია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში. ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. ასევე, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტში იყო შეჭრილი და შენობის დაწვას ცდილობდა. ყველაფერს გაეცემა პასუხები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics