2024-12-01 03:41:07, 382 ნახვა
პოლიტიკა
აქციაზე დაშავდა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და ოპერატორი გიორგი შეწირული, იგი სასწრაფომ გადაიყვანა
რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა.
ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.
ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს.
ამასთან, რუსთაველის გამზირზე “ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული დაშავდა. ოპერატორს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შეწირული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა „თბილისი მარიოტთან“ არსებული ბარიკადებისაგან გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,