|
2024-11-29 14:29:06, 415 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა შემაშფოთებელია
შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისში, საპროტესტო აქციაზე „TV პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია და ჟურნალისტი ანა მდივანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ოპერატორი გიორგი გოგინაშვილი, ასევე, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდნენ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)