|
2024-11-29 13:50:37, 6179 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულ „პუბლიკის” ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. სპეცრაზმის ცემის შედეგად მას ცხვირი გაუტყდა. ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქეშელაშვილი იხსნებეს, რომ ის მიზანმიმართული ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. ნიღბიანი რაზმის წევრებმა საპოლიციო კოლიდორში გაატარეს. "სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები. მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც ძალიან გულიანად დამცინეს. განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში. ვიტარებ გამოკვლევებს, მაგრამ მხნედ ვგრძნობ თავს, გული მწყდება, რომ ვეღარ ვაგრძელებ ახლა ჩემს პროფესიულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის " -წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)