10:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-23 11:33:20, 438 ნახვა

პოლიტიკა
სტივენ ნიქსი - ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას

ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს,- ამის შესახებ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი "ამერიკის ხმასთან" საუბარისას განაცხადა.

როგორც ნიქსმა აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი.

„ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ნიქსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics