20:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 18:12:27, 399 ნახვა

პოლიტიკა
„გახარია საქართველოსთვის“ - სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება - პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი,- აღნიშნულ განცხადებას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა.

"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. 
პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება ამ მტკიცებულების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე და სიების გასაჯაროებაზე. 

აშკარად იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც: როგორც კი 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. ხოლო როგორც კი 1 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. დღეს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო. 

ცესკოს მიერ სიების გასაჯაროების გაჭიანურების და ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების შემდეგ, აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics