20:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 16:07:31, 431 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე შოლცზე - თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერს „უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის“. 

„ოლაფ შოლცს დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და საქართველოს თემებთან დაკავშირებით არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს",- თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ, თუმცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს იქამდე ვერ დაუჭერენ, ვიდრე ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics