23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 09:06:36, 398 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მილერმა აღნიშნა, „საქართველოს მთავრობის ნაბიჯების საპასუხოდ“, აშშ-მა გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე მიიღო და ახლა განიხილავს, გამოიყენოს თუ არა დამატებითი ზომები.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ; ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას.

მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ, არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება",- განაცხადა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics