23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 20:08:41, 381 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით

ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან  შევიკრიბებით,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ თქვა, ხვალ „ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“ და სპორტის სასახლესთან დადგეს.

"ხვალ, 14:00 საათზე ჩვენ სპორტის სასახლესთან  შევიკრიბებით. ეს ასე უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ხვალ ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ვიდგეთ სპორტის სასახლესთან და გავმართოთ ყოველდღიური დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ ჩვენ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ ამაყ და მამაც ადამიანს ეკადრება. ჩვენ გარშემო ადამიანები არიან, ვისი სულებიც იწვის. 

საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ და ასეც იქნება. ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით. ასე გეტყვით, ყოველდღე სად ვიქნებით და როგორ ვიქნებით. დიდი მადლობა და გამარჯობა და გამარჯვება საქართველო",- განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics