23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 19:48:25, 425 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათი წევრები, მხარდამჭერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი და სიტყვით გამოსვლები იმართება.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტილია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე, ოპოზიციონერი ლიდერების ხელმძღვანელობით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის სასახლემდე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.

შეგახსენებთ, შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა.

ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და  საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics