00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-02 18:53:07, 491 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა - ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი

როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, “დენ ტვინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს“.

“როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესში დემოკრატიას ვნებს. საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყნეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან“,- აცხადებს დიპლომატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics