00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 14:12:21, 369 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხელიძე - მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, საჩივრების რაოდენობა შემცირებულია

ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგზე, საჩივრებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაჟღერდა, სადაც დეტალურად იყო მოცემული საჩივრების არსი, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით  ზოგადად საჩივრების რაოდენობა შემცირებულია,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ასევე გვხვდება ერთგვაროვანი, შაბლონური საჩივრები, სადაც წერტილ-მძიმეც კი ერთნაირადაა დასმული რაც, ერთი მხრივ, საჩივრების აბსურდულობასა და ხელოვნურობაზე, მეორე მხრივ კი საჩივართა ავტორების არასანდოობაზე მიუთითებს.

"ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგზე, საჩივრებთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაჟღერდა, სადაც დეტალურად იყო მოცემული საჩივრების არსი, რაოდენობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით  ზოგადად საჩივრების რაოდენობა შემცირებულია,  ასევე არის ე.წ. ერთგვაროვანი შაბლონური საჩივრები, სადაც არათუ სიტყვები,  წერტილ მძიმეც კი არ არის შეცვლი, რაც ორ რამეზე მიანიშნებს, ერთი საჩივრების აბსურდულობა/ხელოვნურობა მეორე კი საჩივართა ავტორების არასანდოობას. 

აქვე ერთი საინტერესო ფაქტი, არჩევნების დღეს  ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ მხოლოდ 7 საჩივარი დაიწერა, ეს ციფრი არც შემდგომ დღეებში შეცვლილა, მაგრამ 30 ოქტომბერს საია-მ 2000-ზე მეტი საჩივარი დაწერა (ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ) რის საფუძველზეც ისინი ყველა იმ უბნის ბათილობას ითხოვენ სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა. საინტერესოა თუ  ხმის ფარულობის მასობრივად ირღვეოდა, რატომ არ მოხდა არჩევნების დღეს საჩივრების დაწერა? რატომ ვერავინ შენიშნა აღნიშნული ფაქტი? მათ შორის ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

რამდენიმე დღის უკან ცესკო ასევე გაავრცელა სტატისტიკა სადაც ჩანს, რომ უბნების  უმრავლესობაში, ოქმზე კომისიის წევრთა ხელმოწერა 17-16-15 არის, განსხვავებული აზრი კი მხოლოდ 9 შემთხვევაში არის გამოთქმული, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ არჩევნების დღემ დარღვევების და კანონის შესაბამისად ჩაიარა",- წერს დავით ჩიხელიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics