13:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 22:23:49, 505 ნახვა

პოლიტიკა
სკანდინავიური ქვეყნების საგარეო მინისტრები - საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის გზიდან სულ უფრო შორდება

საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან სულ უფრო შორდება,- ამის შესახებ სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაშია აღნიშული, სადაც ისინი, საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან.

სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო მოწოდებებს საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. არსებითი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის მთლიანობაზე გაჩენილი ეჭვების გაფანტვას.

სკანდინავიურმა ქვეყნებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებზე.

ბოლო წლებში ჩვენ მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოს პოლიტიკურ ტრაექტორიას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა და კანონმდებლობა სულ უფრო შორდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის შესაბამისი გზიდან. კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული არჩევნების დაცვა საქართველოს ევროკავშირის გზაზე ნებისმიერი პროგრესის განუყოფელი ნაწილია.

როგორც სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება გზას, რომელიც მიიყვანს მას ღირსეულ ადგილამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვიმსჯელებთ საქართველოს მთავრობაზე მათი ქმედებების მიხედვით",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics