06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 15:12:51, 450 ნახვა

პოლიტიკა
ბაიბა ბრაჟე - ლატვია საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას უერთდება

ლატვია უერთდება საქართველოს შესახებ ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის განცხადებას,- ამის შესახებ  ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ბრაჟე დოკუმენტში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების აღწერის საკითხზე ეჭვს გამოთქვამს.

"ლატვია შეუერთდა საქართველოს შესახებ განცხადებას, მიუხედავად ეჭვისა, რომ ის ძალიან სუსტია საარჩევნო დარღვევების სერიოზულობის აღწერაში",- წერს ბრაჟე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივი განცხადება გუშინ, 28 ოქტომბერს გაავრცელეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics