07:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 12:13:10, 422 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი - მინდა, მივულოცო მთავრობას - არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ",- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics