|
2024-10-24 14:29:28, 540 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - მსხვილი ენერგოპროექტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგორესურსების დაგროვებისა და ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, შეეხო მსხვილი ჰესების პროექტებს, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს. "იცით, რომ „ხუდონჰესი" სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა - ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა, შესაბამისი იურიდიული პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს იმისთვის, რომ პროექტებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, განხორციელდნენ მაქსიმალურად მდგრადად და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ჩავატარეთ შესაბამისი კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა შვეიცარიული ცნობილი საინჟინრო კომპანია, კვლევის წინასწარი შედეგები საზოგადოებასაც გავაცანით, რაც გულისხმობს ჰესის რელოკაციას, რადგან ეს იყო ძირითადი შემზღუდავი ფაქტორი სოციალური კუთხით და მოსახლეობის წინააღმდეგობაც გვახსოვს, ამიტომ, ისევ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მათი მხარდაჭერით, პროექტი განხორციელდება, თუმცა უკვე შეცვლილ ლოკაციაზე",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა და დაიწყება დეტალური პროექტირება. მისივე განცხადებით, პარალელურად, უკვე გვყავს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად იქნებიან პარტნიორები ამ მსხვილ პროექტში. "ასევე ჩვენ გვყავს პარტნიორი, ინვესტორი "ნენსკრას" პროექტში, რომელთანაც განვაახლეთ, ხელახლა დავდეთ ხელშეკრულება - მათ ჰქონდათ ბევრი პრობლემა, რის გამოც ვერ განახორციელეს პროექტი, თუმცა, რადგანაც ეს არის სამხრეთ კორეული სახელმწიფო კომპანია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პარტნიორული ურთიერთობები და თუ მათ გააჩნიათ პროექტის განხორციელების პოტენციალი, გამოვიყენოთ ბოლომდე, ამიტომ აქაც, მიუხედავად იმისა, რომ უფრო სწრაფად გვინდა შედეგი, მოთმინებით ვართ დიალოგში პარტნიორთან, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა "ნამახვანი ჰესის" პროექტზეც ისაუბრა, მისი შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა თავის დროზე, თუმცა, მის განხორციელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. "იცით რომ მიწები იყო გადაცემული ინვესტორზე, ამიტომ იურიდიული პროცედურები, რომლებიც, ერთი მხრივ, გულისხმობს საარბიტრაჟო პროცედურებს, მეორე მხრივ, მიწის სახელმწიფოზე გადმოცემას და პროექტის გაცოცხლებას, პარალელურად მიმდინარეობს",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ენერგეტიკული თვალსაზრისით, მათ შორის იმისთვის, რომ ქსელის სტაბილურობა შევინარჩუნოთ და გვქონდეს დაგროვებული ენერგორესურსები. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)