23:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 20:16:57, 353 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არაკონსტიტუციურად არ გამოცხადდება, ისე პოლარიზაციის პრობლემა არასდროს არ მოგვარდება

პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, "თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც  შესაბამისი პროცედურები დაიწყება აუცილებლად არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება".

"რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათიათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უნდა მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics