05:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 15:00:56, 324 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ვისაც უკრაინა-საქართველოს მატჩის დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით

11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

"11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. თამაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა მივცეთ, თამაშს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უყუროს. ჩვენ დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და შევძლებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ასე რომ, ვისაც დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ადგილზე კვების ობიექტები განთავსდება და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო. თამაშის დაწყებამდე, განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება",- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. 

"მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება",- განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics