13:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 10:00:18, 295 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო „მესიჯებზე" კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

მისი განმარტებით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება მმართველი პარტიის მიერ საკონტიტუციო უმრავლესობის მოპოვებითაა შესაძლებელი.

„მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „ოპოზიცია შეეცდება, ქვეყნის გაერთიანების პროცესს ხელი შეუშალოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მოსახლეობის მაქსიმალური მონაწილეობა".

„ჩვენ გვაქვს ქვეყნის გაერთიანების სურვილი ურთიერთშერიგებით, ურთიერთპატივისცემით. სხვანაირად შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ, ვნახეთ, რადიკალური ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა. ყველაფერს გააკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. ამიტომ, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა გარანტი იმისა, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics