|
2024-09-29 19:44:01, 1851 ნახვა
სპორტი
მUFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
მერაბ დვალიშვილი გულემატკვრებს შეხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილები UFC-ის ჩემპიონს სასიხარულო შეძახილებით შეხვდნენ. ისმოდა მადლობებიც. "ამ გრძნობას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად აღვნიშნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორ სამშობლოში!, - თქვა დვალიშვილმა ხალხში გამოსვლისას. გილარმონიასთან დვალიშვილი ორსართულიანი ავტობუსით მივიდა სადაც მას ასევე დახვდნენ გულშემატკივრები. მერაბ დვალიშვილის თქმით, წარმატება და შრომა ყოველთვის ფასდება. "ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ", - განაცხადა დვალიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის. თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)