11:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-22 18:53:12, 1126 ნახვა

რეგიონი
ქედაში სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ გაიმართა

ქედაში სახალხო დღესასწაული "ნამეფვარობა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, სახალხო დღესასწაულს საფუძვლად თამარ მეფესთან დაკავშირებული ხალხური თქმულება უდევს, რომლის მიხედვითაც დედოფალი აჭარაში მოგზაურობისას მთა პერანგაზე დაბანაკებულა. თქმულების თანახმად, ამ ადგილს ნამეფვარსაც უწოდებენ.

"ღონისძიებას საფუძველი 2012 წლის 19 მაისს ჩაეყარა.

ღონისძიებაში, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ელესა", ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ღებულობდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ორგანიზატორები არიან ქედის მუნიციპალიტეტის მერია, ქედის კულტურის ცენტრი.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ცხმორისში მთა პერანგაზე გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics