|
2024-09-21 17:31:23, 473 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში, შიმშილობა დაიწყო
აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი საქართველოს სთხოვს სამშობლოში არ დააბრუნონ, რადგან მისი თქმით, იქ მოკლავენ. აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას განცხადებით, აფგანი თავს პოლიტპატიმრად თვლის და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოა. "გუშინ შევხვდი მეუღლეს, მაგრამ ძალიან გვიან, რადგან ჩემი შეშვების პროცესს ხელოვნურად აფერხებდნენ. ეს არის დაკვეთილი საქმე, სახელმწიფომ უკანონოდ დააპატიმრა. არც საემიგრაციო სამსახურმა, არც სხვა შესაბამისმა უწყებებმა, არ განიხილეს აფგანის ქეისი, როცა ის აეროპორტში უკანონოდ დააკავეს და თვითმფრინავში ასვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ჩემმა ქმარმა შიმშილობა დღეიდან, 21 სექტემბრიდან დაიწყო, და დღეს შიმშილობის პირველი დღეა. ამ უკიდურეს ზომას მიმართა იმის გამო, რომ მას უკანონოდ ექცევიან და არღვევენ მის უფლებებს. ამ მომენტისთვის, საემიგრაციო სამსახური უარს ეუბნება ჩემ მეუღლეს, ჩვენ გასაჩივრებას ვგეგმავთ, მაგრამ ამ დრომდე ფორმალურად საჩივრის შედგენის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. საემიგრაციო სამსახური შესაბამის დოკუმენტებს ამ დრომდე არ გვაწვდის. ბოლოს როცა აზერბაიჯანში ის დააკავეს, ის შიმშილობდა, რის გამოც ინვალიდის ეტლში მოუწია ჩაჯდომა. ახლაც თავს ცუდად გრძნობს, შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ფატალური შედეგი დადგეს. ამიტომ ვითხოვ, პოლიტპატიმარი მეუღლის სასწრაფოდ გათავისუფლებას", - ამბობს სადიგოვა შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. სადიგოვს 4 აგვისტოს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა".
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)