05:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 14:05:29, 461 ნახვა

მსოფლიო
BBC - იაპონიაში წყალდიდობის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ორ ქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის საფრთხის გამო 30 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC - ის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში - 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

მედიის ინფორმაციით,  წყალდიდობის საფრთხის შესახებ ადგილობრივმა სინოპტიკოსებმა მოსახლეობას ინფორმაცია დროულად მიაწოდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

“პრეფექტურაში 12 მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებების ნაწილი დატბორა“,- აცხადებენ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics