05:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 11:50:43, 379 ნახვა

მსოფლიო
BBC - 13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმრის სიკვდილით დასასჯელად ინექცია გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, 46 წლის ფრედი ოუენსი სიკვდილით 1999 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯეს - მან  19 წლის ასაკში მაღაზიის ძარცვისას მოლარე მოკლა.

მედიის ინფორმაციით, შტატის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა არ შეიწყალა მსჯავრდებული.

ოუენსის ადვოკატები ცდილობდნენ, სასჯელი გადაევადებინათ და სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შუამდგომლობით მიმართეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics