05:33 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-21 10:57:59, 415 ნახვა

მსოფლიო
The Times - აშშ და ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის „სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის “სთორმ შედლუსის“ რაკეტების გამოყენების უფლებას მისცემენ, თუმცა ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გაზეთი წერს, უკრაინამ “სთორმ შედოუსის“ რაკეტებით რუსეთზე დარტყმების განხორციელების ნებართვა, შესაძლოა, სწორედ მომავალ კვირას მიიღოს და ეს იქნება არასაჯარო გადაწყვეტილება, რათა რუსეთს რეაგირების შესაძლებლობა შეეზღუდოს - სწორედ  ამიტომ  ეს გადაწყვეტილება მოულოდნელობის ფაქტორის შენარჩუნების მიზნით არ გამოცხადდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანული და ამერიკული მხარე რუსეთზე “სთორმ შედოუსის“ რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ.

The Times-ის ინფორმაციით, აშშ თავს იკავებს ამ ნებართვის გაცემისგან, ვიდრე “გამარჯვების გეგმას“ არ გაეცნობა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრისას აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics