17:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 11:47:25, 497 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

“ოცნების“ წევრები, ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს - თავდასხმაში მონაწილეობდა “ქართული ოცნების“ თანამშრომელი თეონა ქარდავა, მითითებებს იძლეოდნენ "ოცნების" წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია. თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ,- ამის შესახებ “ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ და საქართველოს ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ - ეს მაშინ, როდესაც “ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

“12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად “ოპოზიციის“ განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია. ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics