18:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 10:16:51, 404 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორდება

ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავის გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ კითხა - “საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც “ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ორი დღის წინ ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე? - რაზეც მილერმა აღნიშნა:

“როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ - გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილსა  და ხალხის აშკარა ნებას შორდება. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics