|
2016-02-22 11:46:41, 2160 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებს და ხანდაზმულებს 200 ეტლს გადასცემს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს სავარძელ-ეტლს 200 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცემს. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. „პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებზე სავარძელ-ეტლების გაცემას, მორგებას, გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას, საგარანტიო მოსახურებას. პრორგამა უკვე მესამე წელია სოციალური ვაუჩერის მეშვებით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 60,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ უკვე გაცემულია 26 ვაუჩერი. ამავე პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ 2015 წელს სავარძელ-ეტლი 220 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირს გადასცა“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)