21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 19:48:46, 402 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ევროპული განვითარებისთვის - რაიმე ტიპის გადაწყვეტილება თუ იქნება, პრეზიდენტს ვაცნობებთ

მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში „ძლიერი საქართველოს“ როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერ.

ხაზარაძის თქმით, მზად არიან, ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის ყველა პიროვნული საკითხი გვერდზე გადადონ.

"როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს", - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგასენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics