07:13 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 17:18:39, 372 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს და თანამდებობას ტოვებს

ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ბრეტონი სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას ავრცელებს.

ბრეტონის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სთხოვა საფრანგეთს, რომ გაეწვია მისი კანდიდატურა ევროკომისიის ახალი შემადგენლობიდან "პირადი მიზეზების გამო", სანაცვლოდ შემდგომი წარმომადგენელი უფრო "გავლენიან თანამდებობას" მიიღებდა.

"ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მივხვდი, რომ ვეღარ შევძლებ ჩემი მოვალეობების შესრულებას. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვტოვებ ევროკომისრის თანამდებობას", - წერია ბრეტონის განცხადებაში.

ბრეტონის განცხადების შემდეგ საფრანგეთმა მის შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფან სეჟორნეს კანდიდატურა დაასახელა.

ცნობისთვის, ტიერი ბრეტონის და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობა ბოლო თვეების განმავლობაში დაიძაბა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეტონმა საჯაროდ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის წარდგენა კომისიის მეთაურის პოსტზე მეორე ვადით გააკრიტიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics