20:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 12:07:39, 364 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე როთიზე - რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული

მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს".

„ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ, ან რაზე უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული? 

ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვალდებულია, რომ რეალობას გაუსწოროს თვალი. თეთრზე თეთრი თქვან და შავზე - შავი. მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და გულწრფელად გეტყვით, არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ხალხთან. ჩემთვის, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics