07:15 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 20:34:50, 1595 ნახვა

სპორტი
მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით „ლეგენდების მატჩი“ გაიმართება

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით "ლეგენდების მატჩი" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვეტერან ფეხბურთელებთან - ლევან კობიაშვილთან, შოთა არველაძესა და ლევან მჭედლიძესთან ერთად, სოციალურ ქსელის საშუალებით, ვიდეომიმართვით აცნობა. 

როგორც კალაძემ აღნიშა, ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა.

"სტადიონზე ვიხილავთ ქართველ ვარსკვლავებს, როგორიცაა გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, შოთა არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და ბევრი სხვა. ასევე, „მილანთან“ ერთად იქნება რივალდო, კაკა, კაფუ, კოსტაკურტა, ზეედორფი, მარკო ბორიელო და ბევრი სხვა საინტერესო ფეხბურთელი. საქართველოში “მილანს” ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყა,ვს, ქართველი მაყურებელი ღამეებს ათენებდა იმ საუკეთესო წლებში, რომელიც “მილანს“ ჰქონდა. ვიცი, როგორ ელოდებოდნენ  ხოლმე ამ თამაშებს.

მიხარია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, საქართველოში 21 სექტემბერს გაიმართოს საქართველოს ნაკრების ვეტერანებისა და “მილანის” ლეგენდების  შეხვედრა, სადაც ქართველ გულშემატკივარს ექნება საშუალება, მინდორზე იხილოს ის ფეხბურთელები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქომაგობდა. ზოგადად, ასეთი შეხვედრები ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების მოტივირებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics