23:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-12 16:26:06, 370 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა  მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია -კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა. 

ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება.

"წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო.  სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება", - განაცხადა ზუკა რურუამ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი - ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.

ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics