00:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 14:26:36, 302 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა პენსიონერებს - ამაზე დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს, რომ პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება

მძიმეა ის ფაქტი, რომ ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და პოლიტიკა ფინანსდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს".
 
„მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ადამიანია დაკავებული. კეზერაშვილის დაკავებას რაც შეეხება, ალბათ რაღაც დონეზე სჭირდებათ და იყენებენ რაღაცისთვის. საქმე ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისითაც რომ, გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე რა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics