00:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 12:58:09, 321 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა - შესაბამისად, ის ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური

ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, ის ვერ იქნება  ანტიკონსტიტუციური,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

„გადაწყვეტილების გამოცხადებას აქვს თავისი ვადები და შესაბამისად, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება, დარწმუნებული ვარ, გამოცხადდება. კანონთან დაკავშირებით კი შეუძლებელია, რაიმე კითხვები არსებობდეს ან რაიმე პრობლემა იყოს, ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება პრობლემური, ანტიკონსტიტუციური და ვერ შეეწინააღმდეგება დემოკრატიას და  დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics