08:43 - 28 Jul, 2026
|
2024-09-06 14:02:55, 1652 ნახვა
სპორტი
ქართველი პარაძიუდოისტები გიორგი და ინა ქალდანები პარალიმპიადის ნახევარფინალში არიან
ქართველმა პარაძიუდოისტებმა, გიორგი და ინა ქალდანებმა პარალიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი ქალდანმა მეოთხედფინალში რუმინელი დანიელ ვარგოცკი, ხოლო ინა ქალდანმა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ფინალის საგზურისთვის ორთაბრძოლში ქართველი პარასპორტსმენი გიორგი ქალდანი უზბეკ კურანბაევს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია.ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარაძიუდოისტმა, ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)