13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 12:49:25, 400 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, "რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაი პრავდა" ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ელოდება მოკავშირეების "გადაწყვეტილებას" და საშუალებებს, რომლებიც დაეხმარება კიევს რუსეთის "საჰაერო ტერორის" შეჩერებაში.

"ჩავედი "რამშტაინის" ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. საჭიროა, დაანონსებული დახმარების პაკეტებიდან ყველა იარაღი ბოლოს და ბოლოს მოხვდეს საბრძოლო ბრიგადებში“,- დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებთან აპირებს.

ცნობილია, რომ გერმანიიდან ვოლოდიმერ ზელენსკი იტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics